წელს სტუდენტი 28740-ი აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 71%-მა ჩააბარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტები სოციალურ ქსელში საკუთარ შედეგებს აქვეყნებენ და მათ მშობლებთან ერთად მილოცვებს იღებენ.
ახალ სტუდენტებს შორის არიან ცნობილი ადამიანების შვილებიც. როგორც მათი ფეისბუქგვერდის საჯარო პოსტებიდან ირკვევა, ბევრი მათგანი სწავლას სამშობლოში განაგრძობს.
გთავაზობთ, რამდენიმე მათგანის პოსტს.
ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის შვილმა, რომელმაც 53-ე სკოლა დაამთავრა, კავკასიის უნივერსიტეტში ჩააბარა. ისევე როგორც მსახიობი, ასევე თავად ევაც უამრავ მილოცვებს იღებს.
მომავალი ჟურნალისტი იქნება, მამა პეტრე კოლხის ქალიშვილი, მარიამ კვარაცხელია, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.
სტუდენტი გახდა ქრისტი და გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი. როგორც ირკვევა, ნათალია ყიფშიძემ მსახიობობაზე უარი თქვა და არჩევანი ციფრული მედიის და კომუნიკაციის ფაკულტეტზე შეაჩერა . ცნობილი მოდელის შვილი, აღნიშნულ პროფესიას Gipa-ში დაეუფლება.
ცნობილი ბაბუის პროფესიაზე უარი თქვა ყიფშიძეების ოჯახის კიდევ ერთი წევრმაც. მოდელ ლენუკა ყიფშიძის ვაჟმა, ნიკუშა ნინუამ მსახიობის პროფესიის ნაცვლად, ბიზნესის სწავლა არჩია.