31 დეკემბერს სხვადასხვა ადგილას ღონისძიებები უკვე იგეგმება. მცირე ხნის წინ დაანონსდა კიდევ ერთი კონცერტი, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ იგეგმება ახალი წლის ღამეს.
ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე და ჯგუფი „ნონ სტოპი“ ერთობლივ საღამოს გეგმავენ. ლელა და მაკა ერთად ამ ბოლო დროს ხშირად გამოდიან სხვადასხვა კორპორატიულ წვეულებაზე. როგორც ჩანს, ამჯერადაც გააერთიანეს ძალები და ბენდის თანხლებით საკუთარ რეპერტუარს, ასევე დუეტებსაც შესთავაზებენ საახალწლო ღამეს მისულ მსმენელს.