LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად განთავსდა თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურები

83

იაპონიის მთავრობის დახმარებით თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  უახლესი ავტომატური სადგურების საშუალებით  განხორციელდება.

ავტომატური სადგურის საშუალებით  დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი 24 საათიანი  ონლაინ მონიტორინგი განხორციელდება და მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაცემს.

ჰაერში  განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა.

ჰაერის სადგურები  ვარკეთილში, ყაზბეგისა და წერეთლის გამზირებზეა  განთავსებული,  აღნიშნული ტერიტორიები იაპონელი სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად  შეირჩა.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერების მიზნით მრავალ ახალ ინიციატივას ახორციელებს, პარალელურად მიმდინარეობს ინდიკატორული გაზომვებიც. თბილისის სხვადასხვა უბანში, დაახლოებით 100-მდე წერტილში ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტარცია განისაზღვრა.

ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს  დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  მინისტრი გიგლა აგულაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი იაპონელ სპეციალისტებთან ერთად გაეცნენ.

 

 

magti 5g