განაჩენის მომლოდინე ტაილანდის პრემიერი უკვალოდ გაქრა. იინგლკ ჩინავატი, რომელსაც თანამდებობა 2004 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს ჩამოართვეს -სასამართლო პროცესზე არ გამოცხადა.
გამოცემა „Reuters”-ს ცნობით, ჩინავატის წარმომადგენელმა ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა სამართალდამცავები ფიქრობენ, რომ ყოფილი პრემიერი ქვეყნიდან გაიპარა და მისი ამჟამინდელი სამყოფელის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ.
50 წლის ჩინოვნიკს დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ჩინავატს ბრალი ფერმერებისთვის განკუთვნილი სუბსიდიების გაფლანგვაში ედება და მას სასამართლომ ვადა 27 სექტემბრამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის ძებნას მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყებენ.