ყველაზე იაფფასიანი ტაქსი მოსკოვში მოძრაობს. ბრიტანულმა საიტმა Carspring-მა მსოფლიოს 80 ქალაქი შეისწავლა და ტაქსის ტარიფი კილომეტრის ღირებულებით განსაზღვრა. პირველი ადგილი რუსეთის დედაქალაქს ხვდა წილად, რადგან იქ ერთი კმ-ს დაფარვის ფასი მხოლოდ 0.24 ევროა. მეორე ადგილს რუმინეთი და მისი დედაქალაქი ბუქარესტი იკავებს, იქ ტაქსის ღირებულება 0,31 ევროა. შემდეგ პოზიციებს კი ბულგარეთის სოფია (0.40 ევრო), ლატვიის რიგა (0,42 ევრო) და ესტონეთის ტალინი (0.50 ევრო) ინაწილებენ.
ყველაზე ძვირადღირებული ტაქსი კი როგორც მოსალოდნელი იყო შვეიცარიაში და იქ ერთ კილომეტრის გავლა არც მეტი არც ნაკლები 4,61 ევრო ღირს.