სერიალის ”სამეფო კარის თამაშები” მეექვსე სეზონის მთავარ დეკორაციად შუასაუკუნეების ქალაქი ჟირონა იქცა. ახალი სერიების მთავარი ეპიზოდები კათედრალურ ტაძარსა და არაბულ აბანოებშია გადაღებული, სადაც უკვე ეწყობა სპეციალური ტურისტული მარშურტები სერიალის ფანებისთვის.
ესპანეთის შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა ირლანდიაში გადაინაცვლა და რამდენიმე ეპიზოდი ანტრიმის საგრაფოშიც გადაიღო. ახალ სერიებში ძველი სეზონის ლოკაციებიც გამოჩნდა, მათ შორის ალკასაბას და საფრას ციხე-სიმაგრეები ესპანეთში, ქალაქ დუბროვნიკის ღირსშესანიშნაობები და ხვერფიადლის ვულკანი ისლანდიაში.
