LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად იმღერებენ ახალი წლის ღამეს ლელა წურწუმია, „შვიდკაცა“, გელა გნოლიძის ბენდი

2386
news161221

31 დეკემბრის აღნიშვნა, რასაკვირველია, ყველა ჩვენგანს სურს კარგ გარემოში, სადაც მხიარულება და მუსიკალური თანხლება იქნება.

ამ მხრივ საქართველოში პოპულარული მომღერლები უკვე დაკავებულები არიან.

დავიწყოთ ლელა წურწუმიათი – ის ბენდთან „ნონ სტოპი“ კონცერტს Sairme Resort-ში გამართავს საახალწლო საღამოს. მასთან ერთად იქნებიან მომღერლები მაკა ზამბახიძე და მაგდა ივანიშვილი, ღონისძიებას კი დაასრულებს დიჯეი Zoombull.

„ახალ საირმეში“ კი 31 დეკემბრის საღამოს ანსამბლ „შვიდკაცას“ და მათი განუმეორებელი რეპერტუარის მოსმენის შესაძლებლობა გექნებათ. საღამოს წამყვანი იქნება ხატია შამუგია. ღონისძიების ორგანიზატორები სიურპრიზებსაც ჰპირდებიან დამსწრეებს. გარდა ამისა, „შვიდკაცას“ კონცერტის შემდეგ ცეკვას Dj Cover-ის რიტმებზე გააგრძელებთ.

კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორი“ წელსაც აგრძელებს ტრადიციას და საახალწლოს სტუმრებს ორდღიან გართობას ჰპირდება, 31 დეკემბერს თქვენს მუსიკალურ განწყობაზე გელა გნოლიძის ბენდი იზრუნებს, ხოლო მეორე დღეს, 1-ელ იანვარს, შექმნილ კარგ ხასიათს „გუფილენდი“ გაგიმყარებთ. საღამოს წამყვანები არიან ბახვა ბრეგვაძე და მანიკა ასათიანი. ღონისძიებას დაასრულებს დიჯეი Anne Sue.

აღსანიშნავია, რომ გოდერძის სასტუმრო „ამბასადორს“ განსაკუთრებული შეთავაზება მათთვის აქვს, ვისაც სტეფანეს მუსიკა უყვარს. მომღერლის კონცერტი იქ საახალწლო დღეებში, 7 იანვარს გაიმართება. კონცერტი უკვე დაანონსებულია.

გადმოვინაცვლოთ თბილისში, სადაც საახალწლო პროგრამა ახლახან გამოაქვეყნა რესტორანმა „ოტიუმი“. 31 დეკემბრის ღამეს რესტორნის სცენას დაამშვენებენ ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი „ალილო“ და დათუნა სირბილაძე. ხოლო 2 იანვარს, ბედობაზე, ტრადიციულად დათო გომართელი და „შვიდკაცა“ გიმასპინძლებენ, რომელთაც ერთობლივი კონცერტები ამ სივრცეში არაერთხელ დაიბედეს სწორედ 2 იანვრის საღამოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g