LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ინახება ლეონარდოს „ოსკარი“?

59

ლეონარდო დიკაპრიოსა და“ოსკარის“ თემა პრესაში კვლავ აქტუალურია. მას შემდეგ, რაც სანატრელი ჯილდო აიღო, ვარსკვლავს იმავე საღამოს მისი დაკარგვის შანსი ჰქონდა. შესაბამისად კითხვა თუ სად ინახება ამჯერად დიკაპრიოს პრიზი, ბუნებრივია, ჟურნალისტებს გაუჩნდათ:

„ჯერ-ჯერობით ის დედას აქვს, ჩემი მშობლების გარეშე არავინ ვიქნებოდი. ჩვენ საკმაოდ მძიმე წლები გვაქვს გადატანილი და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარიერის ასეთ მნიშვნელოვან მომენტს დედას ვუზიარებ“, – განაცხადა დიკაპრიომ.

იგი მიიჩნევს, რომ მშობლებს მის მსახიობობაში კოლოსალური წვლილი აქვთ შეტანილი, ამიტომ „ოსკარი“, ფაქტობრივად, მათი დამსახურებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები