LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მივირთვათ ყველაზე გემრიელი შოკოლადი – რჩევები მოგზაურებს

76

შოკოლადი – ყველაზე პოპულარული ტკბილეულია, რომელიც არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოცაა, რადგან სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და გულის, გონების გამართულად მუშაობას უწყობს ხელს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ევროპელებმა სპეციალური მუზეუმები მიუძღვნეს საყვარელ ნუგბარს.

Chocolate Museum (ბარსელონა, ესპანეთი) – ოდესღაც სწორედ ბარსელონას პორტს მიადგა კაკაოს უძვირფასესი მარცვლით დატვირთული გემები, საუკუნეების შემდეგ კი, ცნობილი კონდიტერების თხოვნით ადგილობრივმა მთავრობამ შოკოლადის მუზეუმი გახსნა, სადაც მართლაც საოცარი ექსკურსიები ეწყობა, რადგან შესასვლელი ბილეთით დაწყებული, სკულპტურებით და ნახატებით დასრულებული – ყველაფერი შოკოლადისაა, რომლთა  დაგემოვნება ყოველთვის თავისუფლად შეიძლება.

Angelina (პარიზი, საფრანგეთი) – პრესტიჟული კაფე დიდი ხანია იქცა ფრანგული არისტოკრატიის თავშეყრის ადგილად, რადგან სწორედ აქ შეიძლება საუკეთესო აფრიკული ცხელი შოკოლადის მირთმევა, რომლის მკაცრად გასაიდუმლოებული რეცეპტი სწორედ კაფესთვის შეიქმნა. სხვათაშორის, Angelina-ს ხშირად სტუმრობდნენ კოკო შანელი და მარსელ პრუსტი.

Chocolate Train (მონტრე, შვეიცარია) – შოკოლადის გიგანტმა მწარმოებელმა Cailler-Nestlé საინტერესო ტური მოაწყო და ტკბილეულის მოყვარულებს ჯერ მატარებლით მოგზაურობა, მერე  ექსკურსია შესთავაზა Cailler-ის ფაბრიკაში, სადაც ყველას უგემრიელესი შოკოლადით უმასპინძლდება.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები