„მწვანე“ ავტომობილები ყველაზე დიდი პოპულარობით დანიაში სარგებლობს. ყოველმა მესამე დანიელმა წელს სწორედ ელექტრომობილზე შეაჩერა თავისი არჩევანი. ეკო-ტრანსპორტზე გადასვლის მაჩვენებლით ლიდერი ტორნბის მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წელს შეძენილი ავტომობილების 60% ელექტროა. კოპენჰაგენში ეს მაჩვენებელი ცოტა უფრო დაბალია – 42%.
დღეისათვის დანიის გზებზე 100 ათასზე მეტი ელექტრომობილი გადაადგილდება, 10 წლის შემდეგ კი მათი მაჩვენებელი 10-ჯერ უფრო მეტი გახდება. ქვეყნის მიზანია, რომ გზებზე მილიონი „მწვანე“ მანქანა დადიოდეს.
ხელისუფლებამ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტში თანხებიც გამოყო.
აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასვლის ინიციატივა არამხოლოდ კერძო ავტომობილებს, არამედ საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც შეეხება.