LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ვიმოგზაუროთ წელს? – ყველაზე უსაფრთხო მიმართულებები დასახელდა

125
201210-airport-spacer-stickers-ew-712p

სადაზღვეო კომპანია Berkshire Hathaway Travel Protection-მა (BHTP) უსაფრთხო მიმართულებების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ისლანდია, ახალი ზელანდია და კანადა ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სამეულში მოხვდნენ, ხოლო უსაფრთხო ქალაქებს შორის ლიდერები მონრეალი, ამსტერდამი და ტოკიო გახდნენ.

ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც Berkshire Hathaway Travel Protection-ზე დაყრდნობით წერს, რომ რეიტინგის შედგენისას BHTP-ის ექსპერტებმა შეაფასეს ტერორიზმის საფრთხეები, სტიქიური უბედურებები, პანდემია. ავტორებმა ასევე გაითვალისწინეს, რომელ ქვეყნებში იმოგზაურეს რესპონდენტებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და რამდენად უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს იქ.

მაშ ასე, რეიტინგის მიხედვით, TOP-5 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არის:

  1. ისლანდია

  2. ახალი ზელანდია

  3. კანადა

  4. შვედეთი

  5. იაპონია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები