LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად წავა მესი: ბუქმეკერები ფსონებს ჩამოდიან

141
Lionel-Messi-Teams

გასულ ზაფხულს ლეო მესიმ ტრანსფერი მოითხოვა, მაგრამ მაინც დარჩა „ბარსელონაში“, თუმცა აღარ დაპირებია, რომ კარიერის ბოლომდე კატალონიაში დარჩებოდა. არგენტინელის კონტრაქტი „ბარსასთან“ 30 ივნისს იწურება, ხოლო 1 იანვრიდან მას ოფიციალურად აქვს უფლება სხვა კლუბებს ელაპარაკოს.

ბუქმეკერებმა დაასახელეს ყველაზე შესაძლო ადგილები, სადაც მესიმ შეიძლება კარიერა გააგრძელოს.

1. „სიტი“ – 4.50 (ალბათობა – 22,22%)

ბუქმეკერები მესისთვის ბრძოლაში ფავორიტად სწორედ „სიტის“ ასახელებენ. ამ გუნდს ხომ ერთ დროს მესის მწვრთნელი და ერთად ყველაფრის მომგები პეპ გვარდიოლა წვრთნის.

2. პსჟ – 7.00 (14,29%)

პარიზულ კლუბშია მესის მეგობარი და ყოფილი პარტნიორი ნეიმარი, ახლახან კი გუნდს ლეოს თანამემამულე მაურისიო პოჩეტინო ჩაუდგა სათავეში.
თან აბა ამ სტატიასაც გადახედეთ:

მესი და მისი ოჯახი ფრანგულს სწავლობენ: რატომ თუ ინგლისში მიდის ან ესპანეთში რჩება?;

კიდევ სად შეიძლება წავიდეს მესი?

3. „ინტერი“ მაიამი – 15.00 (6.67%)

4. „ინტერი“ მილანი – 21.00 (4.76%)

5. „ნიუ-იორკ სიტი“ – 26.00 (3.85%)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები