LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადა ხარ” – გიორგი ბარამაშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

128
giorgi baramashvili duet

„რადიო დუეტს” მომღერალი და კომპოზიტორი გიორგი ბარამაშვილი სტუმრობდა, მან ისაუბრა ბევრ საინტერესო სიახლეზე და მოგვიტანა ახალი სიმღერა სახელწოდებით „სადა ხარ”.

გვიამბე შენს ახალ სიმღერაზე…

სიმღერა როგორც კი მოვისმინე, ეგრევე წავედი ცირა ბზიშვილთან და ვთხოვე დახმარება, ცირა არის ნებისმიერი ადამიანის მიმართ გულრწფელი და მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. ის საკმაოდ დაკავებულია, ამიტომ მომიწია სიმღერის სხვაგან ჩაწერა, ბექ ვოკალი და არანჟირება არის ცირასი, მუსიკა და ტექსტი არის ჩემი, სიმღერა კი ჩაიწერა ირაკლი ქაცარავას სტუდიაში.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

გაზაფხულზე ვატარებთ სილამაზის, არტისტულობის და ტალანტების ფესტივალ-კონკურსს, კასტინგი უკვე დაიწყო და მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ბავშვები  მოდიან, აქ საუბარი არ არის მხოლოდ გარეგნობაზე. ფინალი ჩატარდება 20 მარტს, ძირითადი დატვირთვა აქვს ბათუმს, ქუთაისს და თბილისს. კასტინგები  მიმდინარეობს 6 მარტამდე, ყოველ შაბათ-კვირას თბილისი არტ ჰოლში, 9 მარტიდან კი დაიწყება რეპეტიციები. ასევე გვაქვს გაკეთებული საფინალო სიმღერა, ამიტომ ეს არ არის მხოლოდ კონკურსი.

გიორგი ბარამაშვილი – სადა ხარ

 

გადაცემის აუდიჩანაწერი

 

გიორგი ბარამაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები