ჟურნალ„ სარკეს“ ქალიშვილის წარმატებების შესახებ ნუცა ბუზალაძის დედა, ნინო კანკავა ესაუბრება:
„მითხრა, არ მახსოვს, როგორ ვიმღერე, მხოლოდ ერთი ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები და გამომივიდაო. ძალიან გაუხარდა ჟიურის შეფასება. თქვა, ჩემთვის დიდი პატივია, ჯეი ლოს რომ შემადარეს, მაგრამ მე მაინც ნუცა ვარ საქართველოდანო…
საქართველოში რამდენი კონცერტიც უნდა ჰქონდეს, მაინც პატარა ბაზარია. მერე უხერხულიცაა, სულ ნუცა ხომ არ იმღერებს, ამერიკა კი დიდი ასპარეზია. სადაც უნდა იყოს ნუცა, რომელ ქვეყანაშიც უნდა იმღეროს, მისთვის პირველი ყოველთვის საქართველოა. ყოველთვის ჩამოვა აქ, ჩაატარებს კონცერტებს, საბოლოოდ კი, სამშობლოში იცხოვრებს“.