LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ჩემი სახით, ამხელა გამარჯვების ავტორი, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს? – სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

647
მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ სასამართლომ ქართული მხარე ბოლომდე გაამართლა.

სააკაშვილი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია და მისი მთლიანად გამართლებაა:

“ძალიან დიდი ისტორიული ამბავი მოხდა – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბოლომდე გაგვამართლა – “ქართული მხარე ახორციელებდა თავდაცვას და მოქმედებდა ომის ყველა წესის დაცვით”.

მან სამხედრო დანაშაულში რუსული მხარე ამხილა, გენერალ ბორისოვზე, რომელიც უკვე გარდაცვლილია და ასევე სამ ეთნიკურად ოს რუსეთის მოქალაქეზე, დაპატიმრების ორდერი გასცა.

წულუკიანმა, ივანიშვილის დავალებით, ყველაფერი გააკეთა რომ მე დავედანაშაულებინე და არაფერი გამოუვიდა.

ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია. ეს არის ჩემი მთლიანად გამართლება.

და ბოლოს, მინდა მივმართო ყველა ქართველს – სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს.

და ვინც ამას ითმენს, თუნდაც დღევანდელი დღის შემდეგ, არ შერცხვება?!

ჩემი მხრივ, უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ქართული ჯარით, რომელმაც უმაღლესი კლასი აჩვენა არამხოლოდ ბრძოლაში, არამედ ისე იომა, რომ არავის უფლება არ დაურღვევია, რაც ძალიან რთულია ომის დროს. “მძინარე ცხინვალის დაბომბვის” აპოლიგეტებს თუ ღვიძავთ ნეტავ?!” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.

იუსტიციის სამინისტრო: საქართველოს მორიგი გამარჯვება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე – წამება, არაადამიანური მოპყრობა და მძევლად აყვანა შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს

 

magti 5g