LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ გოგოს ხუთ პოლიციელზე თავდასხმას აბრალებენ“ – პრეზიდენტი

169
ეკა ამირეჯიბი (1)

სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ის პირად გვერდზე წერს.

„სადამსჯელო ღონისძიებები [მიმდინარეობს] ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ: საპოლიციო ძალების მიერ ცემები, დაკავებები და 7 წლამდე პატიმრობის მუქარები. ამ გოგოს ხუთ პოლიციელზე თავდასხმას აბრალებენ!” , – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ამ პოსტს პრეზიდენტი თან ურთავს ლიზი თირქიას ფოტოს, რომელმაც „ფეისბუქში“ დაწერა: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს და მეუბნებიან, რომ აქციაზე 5 პოლიციელს თავს დავესხი, გავიქეცი და ვიმალები”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g