პოეტი ზვიად რატიანი თავდასხმის დეტალებს „ტვ პირველის“ ეთერში იხსენებს.
რატიანის თქმით, საკუთარ სადარბაზოში 4 პირი დახვდა.
„მოსაყოლიც არ არის ბევრი. სადარბაზოდან რომ გამოვედი, ფეხი დამიდეს. მე რაც მახსოვს, ოთხნი იყვნენ. წავიბორძიკე, ცოტა გადამირბინეს და გაიქცნენ,”- ამბობს პოეტი.
მას დაზიანება ხელის არეში აღენიშნება. რატიანის თქმით, ე.წ. ტიტუშკებს არაფერი უთქვამთ.
„არ მეშინია, ბიძინა ივანიშვილის როგორ უნდა შეგეშინდეს, კაცის მსგავსი დიქტატორი“, – ამბობს რატიანი.
შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
ზვიად რატიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორი 9 დეკემბერს დატოვა. რატიანი 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.