LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადაზღვევო პოლისის ონლაინ შეძენა უკვე შესაძლებელია

95

სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” ავტომფლობელებს ახალ მომსახურებას სთავაზობს. 2 დეკემბრიდან ყველა მსურველს შესაძლებლობა ეძლევა, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეიძინოს მესამე პირისადმი ავტომფლომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანია ”ალდაგიდან” აცნობეს.

“ალდაგის” ახალი სერვისი მომხმარებლებს თვეში ფიქსირებული თანხის, სამი სახეობის, 5, 10 და 15-ლარიანი პოლისების შეძენის საშუალებას აძლევს. სტანდარტ, კლასიკ და პრემიუმ კლასის პროდუქტები ერთმანეთისგან სადაზღვევო ლიმიტისა და სადაზღვევო პრემიის ოდენობით განსხვავდება.

”აღნიშნული სადაზღვევო პოლისი ავტომფლობელებს მანქანის მართვისას, მესამე პირთა ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის ხარჯებს თავიდან ააცილებს. მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის შესაძენად, მომხმარებელი უნდა შევიდეს სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” ვებგვერდზე, სადაც აირჩევს ონლაინ დაზღვევას. პროცედურის პირველ ეტაპზე, დაზღვევის შეძენის მსურველებმა უნდა მიუთითონ პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც გამოიგზავნება აქტივაციის ბმული. ბმულზე გადასვლისას მომხმარებელი შეავსებს საჭირო საინფორმაციო ველებს და დაეთანხმება სადაზღვევო პირობებს. დაზღვევის ღირებულების ონლაინ რეჟიმში გადახდის შემდეგ, პოლისი გააქტიურდება”,- განაცხადეს ”ალდაგში.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g