უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი აცხადებს, რომ სადაზვერვო სამსახურები „აზოვსტალის“ დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში იმყოფებიან. მისივე თქმით, კიევი ყველაფერს აკეთებს მათი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
„მათი (სადაზვერვო სამსახურების) მეშვეობით ვსწავლობთ დაკავების პირობებს და მათი გათავისუფლების შესაძლებლობებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისინი ყველანი იქნებიან აქ, კიევში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის“, – აღნიშნა მონასტირსკიმ.
“სავარაუდოდ, განიხილება” – რუსეთის საგარეო “აზოვსტალის” მცველების რუს ტყვეებში გაცვლაზე