LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადეპუტატო იმუნიტეტს ნიკა მელიას კი არ უნდა ვუხსნიდეთ, არამედ ამ მოვლენების ავტორებს პასუხისგებაში უნდა ვაძლევდეთ: კახა ოქრიაშვილი

63
კახა

კახა ოქრიაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს მოუწოდებს, რომ ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირონ.

“ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის” ბლოკის წევრის თქმით, 2 წლის წინ, როდესაც ”ქართულმა ოცნებამ” ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა, იმ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი იყო და აღნიშნულ საკითხს მან მხარი არ დაუჭირა.

”მსურს ე.წ. გავრილოვის დღეებთან დაკავშირებით როგორც ორი წლის წინ განვითარებულ, ისე დღეს მიმდინარე მოვლენებს გამოვეხმაურო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ”ქართული ოცნების” ლიდერებს ეკისრება და არა ნიკა მელიას.

დღეს სადეპუტატო იმუნიტეტს ნიკა მელიას კი არ უნდა ვუხსნიდეთ, არამედ ამ მოვლენების ავტორებს პასუხისგებაში უნდა ვაძლევდეთ. დარწმუნებული ვარ, ე.წ. გავრილოვის დღეების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უახლოეს მომავალში, ხელისუფლების ცვლილებისთანავე მოხდება.

მათ შორის, შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს, ვინ მიიღო მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის პარლამენტის შენობაში ამ ფორმით ჩატარებისა და ბატონი გავრილოვის საქართველოში მოწვევის გადაწყვეტილება და რაც მთავარია, რა მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2 წლის წინ, ”ქართულმა ოცნებამ” ნიკა მელიას უკვე მოუხსნა იმუნიტეტი, რასაც მე, როგორც იმ მომენტისთვის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატმა, მხარი არ დავუჭირე. მეტიც, 2019 წლის 20 ივნისის დილას გავავრცელე საგანგებო განცხადება, სადაც ვითხოვდი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამ მოთხოვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ შევძლებდით თავიდან აგვერიდებინა 21 ივნისის ღამით და შემდგომ განვითარებული მოვლენები. მე მაშინაც მოვუწოდებდი და დღესაც მოვუწოდებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს, მხარი არ დაუჭირონ ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის ვითომდა კანონიერ მოხსნას”. – განაცხადა, ოქრიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g