LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადეპუტატო მანდატების შეწყვეტაზე ჯაფარიძის, კორძაიას და ხოშტარიას სარჩელების განხილვა გადაიდო

73
BeFunky-collage

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა გადადო.

საქმის არსებითი განხილვის გადადება თამარ კორძაიას შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა. როგორც კორძაიას წარმომადგენელმა საბა ცაგარეიშვილმა განმარტა, რწმუნებულება გუშინ მიიღო და დროის სიმცირის გამო, საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო.

“შუამდგომლობის შინაარსი ბატონმა საბამ სასამართლო სხდომაზე მოგვახსენა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შემდეგ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ ვინაიდან ეს არის პირველი შუამდგომლობა დაყენებული ქალბატონი თამარ კორძაიას მიერ სხდომის გადადების თაობაზე, ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და პროცესი სამივე მოსარჩელის მიმართ ჩატარდეს მაისის თვეში და კონკრეტულ რიცხვს ამის შესახებ საორგანიზაციო დეპარტამენტი დამატებით გაცნობებთ, მაგრამ როგორც შუამდგომლობაშია მითითებული, არაუადრეს ორი კვირისა ჩატარდება სხდომა. ვფიქრობთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება უფრო სწორია იმდენად რამდენადაც პლენუმს ერთხელ უკვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება ამ სამივე სარჩელის გაერთიანების შესახებ შესაბამისად ეს სამივე სარჩელი არის შინაარსით ერთი და იგივე მოთხოვნას აყენებს, შესაბამისად მოპასუხე მხარეც ყავს ერთი და იგივე აქედან გამომდინარე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შუამდგომლობა ამ ეტაპზე დაკმაყოფილდეს და სასამართლოს სხდომას სარჩელების არსებითი განხილვას სამივე მოსარჩელის მიმართ ერთობლივად ჩატარდეს მაისი“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავა.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარიას წარმომადგენელი სხდომის ჩატარებას უჭერდნენ მხარს.

როგორც ცნობილია, “ქართულმა ოცნების” უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

 

magti 5g