LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადღაც 17-18 წლიდან ახალი წელი რა არის არ ვიცი..“ – სტეფანე მღებრიშვილი წინასაახალწლო სამზადისზე და ახალი წლის აღნიშნვაზე

230
სტეფანე

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 17-18 წლის ასაკის შემდეგ არ იცის რა არის ახალი წელი, რადგან ყოველთვის მუშაობს იმისთვის, რომ ადამიანებს ბედნიერი წუთები გაუმრავალფეროვნოს და განწყობა აუმაღლოს.

„სადღაც 17-18 წლიდან ახალი წელი რა არის არ ვიცი..

ხან ტაქსის მძღოლებთან ერთად ვხვდებოდი ახალ წელს გზაში, როცა კონცერტზე მეჩქარებოდა, ხან ქუჩაში შემთხვევით გამვლელებთან.

როცა საახალწლო დიდ ღონისძიებებს ვაკეთებდით, ყოველ დეტალზე ვათენებდით და 12 საათზე სულ უცხო ხალხს ვულოცავდი, რადგან ხან ფეიერვერკზე მივრბოდი ქუჩაში რომ დროზე ჩაერთო და ხან სად :))

ხო და სულ რომ გიყურებთ, როგორ ემზადებით, ფუსფუსებთ… მაინტერესებს ნეტა რა შეგრძნებაა ახალი წლის მოლოდინი :)) ❤️

პ.ს: ეგ განცდა მე არ მინდა, რადგან თუ ახალ წელს თავისუფალი ვიქნები, ესე იგი სამსახური არ მექნება, ანუ არავის დავჭირდები… ხო და არ მინდა ესე, მირჩევნია ვიმუშაო :)) ❤️

დამდეგს გილოცავთ ყველას, ამ დღეებში ბაკურიანის ცხენივით ვარ და მერე ვერ მოვასწრებ მოლოცვას :)) ❤️“, – წერს სტეფანე.

 

სადღაც 17-18 წლიდან ახალი წელი რა არის არ ვიცი..
ხან ტაქსის მძღოლებთან ერთად ვხდებოდი ახალ წელს გზაში, როცა კონცერტზე…

Posted by Stephane Mgebrishvili on Saturday, December 23, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები