თბილისში, „სადგურის მოედანზე“, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს ყელი აქვს გამოჭრილი. მათივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს უცნობი პირი ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი მოკლა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. დაკითხვაზე გადაიყვანეს რამდენიმე თვითმხილველიც.
როგორც „ფორტუნას“ შინაგანს საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“