ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებლებისათვის სტიპენდიას აწესებს. დაფინანსებას ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდებზე უმაღლესი შეფასების მქონე სტუდენტები მიიღებენ.
სიახლე დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თავად გააცნო სამედიცინო უნივერსიტეტში შეკრებილ რეზიდენტურის სტუდენტებს.
შეხვედრაზე დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამებსა და ამ მიმართურებით არსებულ სხვა სიახლეებზეც ისაუბრეს.