LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი გაიაფდა

133
ნავთობი

ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე დაახლოებით 1 პროცენტით შემცირდა. Reuters-ის ცნობით, ფასების კლების მიზეზი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის განმუხტვისა და ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებში შესაძლო პროგრესის მოლოდინია, რაც მიწოდების შეფერხების შიშს ამცირებს.

27 ოქტომბრის დილის მონაცემებით, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 114 დოლარსა და 81 ცენტს შეადგენდა, ამერიკული WTI-ის ფასი კი 100 დოლარსა და 88 ცენტს გაუტოლდა.

მიუხედავად დიპლომატიური მცდელობებისა, რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია. საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა თეირანში ირანელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა საუდის არაბეთზე ირანთან დაკავშირებული ჰუსიტების ახალი თავდასხმები მშვიდობის მიღწევის პერსპექტივას ართულებს.

ნავთობის ბაზარზე რისკები კვლავ მაღალია, რადგან ჰორმუზის სრუტე, რომელზეც კონფლიქტის დაწყებამდე მსოფლიოში ენერგომომარაგების დაახლოებით მეხუთედი მოდიოდა, მიწოდების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მარშრუტად რჩება. ანალიტიკოსების შეფასებით, სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი ზედიზედ მეოთხე კვირაა მცირდება, ხოლო ჰორმუზის სრუტეში ტვირთბრუნვა ჩვეულებრივი დონის დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები