LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ვაშლის ფასი გაიზარდა

86
35552-scaled

2021 წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 50%-ით გაიზარდა.

2021 წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,977 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლი ექსპორტზე სომხეთში გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები