LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ფესტივალზე “ნიღაბი 2022” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრმა “ჰიგია” 6 ნომინაციაში გაიმარჯვა

431
ჰიგია

თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე “ნიღაბი 2022”, რომელიც ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა, თსსუ-ის თეატრმა “ჰიგია” 6 ნომინაციაში გაიმარჯვა.

სპეციალური ჯილდოები გადაეცათ  თსსუ-ის თეატრის „ჰიგია“ მსახიობებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს:

ფეფე გოგნაძეს ნომინაციაში – ქალის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი;

ფეფე გოგნაძეს ნომინაციაში – ფესტივალში მონაწილე თეატრალური დასების რჩეული;

გიორგი თაბაგარს ნომინაციაში – მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი;

ანანო სიდამონიძეს ნომინაციაში – ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი;

გიორგი სანიკიძეს ნომინაციაში – მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი;

გოგი თოდაძის საპატიო პრიზი გადაეცა ბახვა გელაშვილს;

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის პირველ დღეს, 2 დეკემბერს თსსუ-ის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“  წარმოადგინა სპექტაკლი „ძველი თბილისის მელოდიები“.

ყველასათვის საყვარელი პიესა, ჰიტად ქცეული მელოდიებით, სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეატრ ,,ჰიგიას“  დამაარსებელმა – ნათია გუჯაბიძემ გააცოცხლა.  სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელი დავით არჩვაძე, ხოლო ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი გახლდათ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულებს და მთელს თეატრალურ დასს ამ დიდ წარმატებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g