LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ოთარ ფარცხალაძის ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციას აქვეყნებს

121

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციას აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, მთავარი პროკურორობის პერიოდში ფარცხალაძე და მისი ოჯახი 226 კვ.მ საერთო ფართს და 2 უძრავ ქონებას ფლობდა, ახლა კი ის 7 900 კვ.მ ფართობის და 24 -მდე უძრავი ქონების მეპატრონეა.

კერძოდ, 2013 წლის ბოლოს, მთავარი პროკურორის პოსტის დატოვების მომენტში, ოთარ ფარცხალაძე 76 კვ.მ ფართობის ბინას ფლობდა თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე და 150 კვ.მ ფართობის ბინას ჯანაშიას ქუჩაზე. ორგანიზაციის ინფორმაციით, ჰქონდა დაახლოებით 30 000 ლარის ანაბარი, 100 000 დოლარიანი იპოთეკური სესხი და 20 000 ლარის კრედიტი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ახლა ოთარ ფარცხალაძის ქონებაში შედის: ტაბახმელაში, სოფელი წავკისში, 4089 კვ.მ საერთო ფართობის 4 მიწის ნაკვეთი, 1509 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთი წყნეთში, 77,5 კვ.მ მშენებარე ბინა თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, 38 კვ.მ ფართი კოსტავას ქუჩაზე, ამავე ქუჩაზე 90 კვ.მ ფართი, 101 კვ.მ კომერციული ფართი ყიფშიძის ქუჩაზე, 204 კ. კომერციული ფართი ყიფშიძის ქუჩაზე, 130 კვ.მ ფართი მშენებარე ბინა ყიფშიძის ქუჩაზე, 143 კვ.მ კომერციული ფართი ფალიაშვილის ქუჩაზე, 33 კვ.მ კომერციული ფართი ფალიაშვილის ქუჩაზე, 26 კვ.მ ბინა „დიდველი“ ბაკურიანში, 25 კვ.მ ბინა „დიდველი“ ბაკურიანში.

ორგანიზაცია ასევე ინფორმაციას აქვეყნებს, ოთარ ფარცხალაძის მეუღლის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, სადაც ვკითხულბთ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის მეუღლის ქონებაში შედის: 59 კვ.მ ფართი ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე. ყოფილი ცოლის ქონებაში კი შედის, 40.2 კვ.მ ბინა თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე, 16, 20 კვ.მ ავტოსადგომი ალ. ყაზბეგის გამზირზე, 61.70 კვ.მ მშენებარე ფართი ალ. ყაზბეგის გამზირზე, 44.12 კვ.მ ფართობი ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 15 კვ.მ ავტოფარეხი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე.

შვილის, ანდრია ანზორ ფარცხალაძის უძრავ ქონებაში შედს: 38 კვ.მ ფართი თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, 417 კვ.მ მიწა ბაკურიანში, კობა წაქაძის ქუჩაზე, 119 კვ.მ ფართი ბაკურიანში, კობა წაქაძის ქუჩაზე, 93 კვ.მ ბინა თბილისში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის ბიზნეს-საქმიანობას და შემოსავალს, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წლის 18 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძემ შპს “როიალ დეველოპმენტის” 40% წილი იყიდა 50 ლარად. 2016 წლის 29 ივნისს მან 50 ლარად ნაყიდი წილი,155 000$-ად გაყიდა.

2014-2016 წლებში ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ შპს მიტერას 100% წილი იყიდეს 2500 ლარად, რაც 2016 წლის აგვისტოში 65 000 ლარად გაასხვისეს.

2016 წლის 29 ივნისს ოთარ ფარცხალაძემ შპს “ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის” 100% იყიდა 235 000$-ად.

ამჟამად ოთარ ფარცხალაძის ოჯახის წევრებთან ოთხი კომპანიაა დაკავშირებული: შპს „ეკო გრუპი“, სადაც 50-50% ოთარ ფარცხალაძის მეუღლე, ეკატერინე ჩხიკვიშვილი და ოთარ ფარცხალაძის ვაჟი, ანზორ ფარცხალაძე ფლობენ. გარდა ამისა, ისინი ფლობენ რესტორან „წინანდალის“ 49%, კლუბი „ სავანე“ 49%, ხოლო შპს „ჰექსას“ 20% ვაჟი ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g