LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო კომპანია 500-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს

99

,,Arvato“ – ს თბილისის ოფისი ოფიციალურად გაიხსნა.

„არვატო“  წამყვანი საერთაშორისო სერვის-პროვაიდერი კომპანიაა. ბიზნესკლიენტებს 40-მდე ქვეყანაში  „არვატოს“ 70 000-ზე მეტი თანამშრომელი უწევს კონსულტაციას ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც მოიცავს ინტეგრირებული მომსახურების სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ბიზნესპროცესებს.

ეს სფეროებია ციფრული მარკეტინგი, CRM,  SCM და IT გადაწყვეტილებები.  „არვატო“  Bertelsmann SE &amp  Co. KGaA-ს შვილობილი კომპანიაა.

უცხოელი ინვესტორების განცხადებით, საქართველო არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა  ბიზნესის დანერგვის და განვითარებისთვის.  მათი ინფორმაციით, სწორედ ამან განაპირობა, 2 წლიანი კვლევის შემდეგ კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა.

,,ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით. თქვენი ქვეყანა  ავირჩიეთ, რადგან მას კარგი საინვესტიციო პირობები აქვს. ჩვენთვის  საქართველო  სამაგალითოა, თუ როგორ შეგიძლია განავითარო ინვესტიცია. სანამ  თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდოდით, ბევრი პირობები გავაანალიზეთ და ვიმსჯელეთ, ჩავატარეთ კვლევა და ვიმუშავეთ საინვესტიციო  ჯგუფებთან, გერმანიის ბიზნესის ასოციაციასთან  ერთად განვიხილეთ  არსებული მარკეტინგი. აქ, საინვესტიციოდ ნამდვილად პოზიტიური გარემოა. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ  მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული გარემო, რაც ნამდვილად სახარბიელოა. გარდა ამისა, ბიზნესის დაწყების პროცედურა თქვენთან საკმაოდ მარტივია.  ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მოვედით მაინცდამაინც თქვენს ქვეყანაში არის ის, რომ აქ არაჩვეულებრივი ადამიანური რესურსებია. ყურადღებას ვამახვილებთ ენობრივ უნარ-ჩვევებზე, როგორიცაა გერმანული, ინგლისური და რუსული. ამ თვალსაზრისით კი  შესანიშნავი ბაზა გაქვთ, რაც ბევრი ადამიანის დასაქმების საშუალებას გვაძლევს“, –  განაცხადა ,,Arvato“ -ს კლიენტებთან  მომსახურების სამსახურის დირექტორმა  მათიას მულანმა.

კომპანიამ ამ ეტაპზე 130 კვალიფიციური ადამიანის დასაქმება შეძლო და  3 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო. თუმცა, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ისინი დამსაქმებელთა რაოდენობის გაზრდას  500-მდე აპირებენ.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

,,კომპანია ,,Arvato“ – მ, 2 წლიანი  წინასწარი კვლევების საფუძველზე  მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოფისი საქართველოში გაეხსნა  და საქმიანობა აქ გაეგრძელებინა.  სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ  და ჩვენი მთავარი მიზანია  დავაინტერესოთ ახალი ბიზნესი, მოვიდნენ და  მოემსახურონ ევროპულ ბაზრებს საქართველოდან. გადაწყვეტილება, რომ მათ ინტერესის საგანი ყოფილიყო საქართველო, განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით: ეს არის ბიზნესის ხელშეწყობა, მათ შორის  კვალიფიციური მუშახელის არსებობა და რაც მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული  სტაბილური და პერსპექტიული გარემოთი“  – განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

magti 5g