6-7 ოქტომბერს, თბილისში, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
წლევანდელი კონფერენციის თემაა „მცირე სახელმწიფოების მედეგობა ცვალებად საერთაშორისო გარემოში.“
ღონისძიებას 25 ქვეყნის 60-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი დაესწრება. ისინი ორი დღის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, ეკონომიკური გავლენებისა და რბილი ძალის ოპერაციების, ასევე, ფინანსური ინსტრუმენტების მანიპულირების, ვალების მახის, გარემოზე ზემოქმედების თემებზე იმსჯელებენ. სპეციალური პანელები დაეთმობა ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის პოლიტიკის, ევროკავშირისა და ნატოს ხედვების განხილვას.