საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების შეჯიბრებებზე ნეიტრალურ სტატუსში დაბრუნების რეკომენდაციას გასცემს. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.
რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მონაწილეობას გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში შეძლებენ.
კერძოდ, ისინი როგორც ნეიტრალური სპორტსმენები უნდა მონაწილეობდნენ, გუნდები რუსეთიდან და ბელარუსიდან მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მონაწილეობას ასევე ვერ შეძლებენ სპორტსმენები და პერსონალი, რომელიც აქტიურად უჭერენ მხარს ომს, და სპორტსმენები, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ რუსულ ან ბელარუსულ არმიებთან.
ნეიტრალური სპორტსმენები ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ, მათ შორის დოპინგის საწინააღმდეგო წესებსაც.
ბახმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რომლებიც მათ საერთაშორისო შეჯიბრებებში საკუთარი სიმბოლიკით მონაწილეობას უკრძალავენ, ძალაში უნდა დარჩეს.
მისი თქმით, 2024 და 2026 წლების ოლიმპიადებში რუსეთიდან და ბელარუსიდან სპორტსმენების მონაწილეობის საკითხის განხილვა გადაიდო.