„საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, როგორც მოსალოდნელი იყო, არის მწვავე და ძალიან კრიტიკული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე“, – ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გააკეთა.
მისი განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს იმიჯი ზიანდება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, ასევე საქართველოს მიზნებზე – ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, ცუდად აისახება.
როგორც ბარამიძე გადაცემაში „დღის თემა“ განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან ქართულმა ოცნებამ, დოკუმენტში გაწერილ საკითხებს, სასამართლო რეფორმირებასთან დაკავშირებით, ასევე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებასთან და ამნისტიის კანონთან დაკავშირებით იგნორირება გაუკეთა.
„საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, როგორც მოსალოდნელი იყო, არის მწვავე და ძალიან კრიტიკული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. ასეთი ხელისუფლება, როცა გყავს მათ მიმართ ბუნებრივია განწყობა არის ცუდი, რაც განცხადებებშიც გამოიხატა. ეს უკან ხევს ჩვენს ქვეყანას ყველა მიმართულებით, როგორც ეკონომიკური და ინვესტიციების საკითხები ავიღოთ, თუ ისე პოლიტიკური მიზნები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვგულისხმობ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. საქართველო ზიანდება ასეთი გადაწყვეტილებებით.
ამ ვითარებაში ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას და ხელს ოპოზიციისკენ იშვერს, ვერ ხვდებიან, რომ განსხვავება ოპოზიციური პარტიებსა და ხელისუფლებას შორის დიდია. ერთია ხელისუფლებაში და აქედან გამომიდნარე პასუხისმგებლობაც გაცილებით დიდი აქვს ვიდრე მის ოპონენტებს.
შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დღის წესრიგში არ დგას.
შარლ მიშელის დოკუმენტში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სასამართლო რეფორმა, მისი შესაბამისად განხორციელება და სადაც გასაჩერებელი იყო გაჩერება. ეს იყო პირობა, რომელიც დადო ქართულმა ოცნებაც საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რომელიც უტიფრად არ შეასრულეს. ეს პუნქტი ჩავარდნილია.
მეორე იყო შესაბამისი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირება, ცესკოს რეფორმირება და აქაც გადააკეთეს, გადმოაკეთეს, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეცვლილა, თავის თავზე მოარგეს ყველაფერი და აქაც იგნორიება მოახდინეს მათ მიერ დადებული პირობის.
მესამე იყო ამნისტიის საკითხი, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმ კუთხით, რომ ერთნაირად მოხდეს იმ ადამიანების შეწყალება, ვისაც აბრალებდნენ რაღაც დანაშაულს, რადგან გავრილოვის ვიზიტს და საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებდნენ და მათთან ერთად თურმე უნდა ეპატიოთ, ვინც ბავშვები დაარბია და თვალები დათხარა. ეს წარმოუდგენელია და არვითარ შემთხვევაში არ დავეთანხმებით.
ერთადერთი საკითხი რაც დარჩა, ეს იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ადგილობრივი არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებდნენ. ამაზეც უარი თქვეს. თვითონვე აღიარეს, რომ არათუ 43-ს არამედ ბევრად ნაკლებს მიიღებენ.
თუ ის ერთადერთი პუნქტი იქნება 43%-ის, რაც საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით უკან დაუბრუნდება, მაშინ შეიძლება გაჩნდეს რაღაც კითხვის ნიშანი. მე პირადად მგონია, რომ რაიმე დოკუმენტზე ხელისმოწერაზე მსჯელობაც კი აზრსმოკლებულია, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც თვითონვე მოახდინეს ამ დოკუმენტის ანულირება“, – აცხადებს გიორგი ბარამიძე