LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთაშორისო სასანქციო პოლიტიკა სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლებზეც გავრცელდება უახლოეს მომავალში“ – ნიკა მელია

128
ნიკა მელია

საერთაშორისო სასანქციო პოლიტიკა სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლებზეც გავრცელდება უახლოეს მომავალში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება ქართველი ხალხის მხარდაჭერას, ქართველი ხალხის მხარდამჭერი სხვადასხვა აქტი არის გამოცემული და ამაზე მუშაობს მთელი დემოკრატიული მსოფლიო.

„საერთაშორისო სასანქციო პოლიტიკა სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას და ამ პოლიტიკის ქვეშ ექცევა მთელი „ქართული ოცნების” წარმომადგენლობა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” ე.წ. პოლიტიკურ სპექტრს და ძალოვან ელიტას ეს სასანქციო პოლიტიკის გავლენები გაცდება და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლებზეც გავრცელდება უახლოეს მომავალში“, – აცხადებს მელია „ინტერპრესნიუსთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g