LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს პროგრესით კმაყოფილია

31

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგს, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორ ჯიჰად აზურს შეხვდა.

მოლაპარაკებებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება, მიმდინარე წლის და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილებოდა. შეხვედრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი დაესწრნენ.

მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სსფ-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმები. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია მრავალმხრივი და ინკლუზიური ზრდისკენ.

„საქართველოს დელეგაციასთან, რომელშიც ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. კმაყოფილები ვართ იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიაღწია“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟანგმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორმა ჯიჰად აზურმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო იმ პროგრესის დასანახად, რასაც საქართველომ რეფორმების კუთხით მიაღწია.  „აღნიშნული რეფორმები პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებზე, მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ ველით მეტ პროგრესს, რადგან გვჯერა, რომ საქართველოს განვითარების მეტი შესაძლებლობა აქვს“, – აღნიშნა ჯიჰად აზურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g