LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთოდ არ ვიცოდი აღნიშნული სტატუსის შესახებ თუ მისი მფლობელი ვიყავი, არ არის ეს საინტერესო“ – კალაძე „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდების ჩამორთმევაზე

151
კახა კალაძე

„გულწრფელად მინდა ვთქვა, საერთოდ არ ვიცოდი აღნიშნული სტატუსის შესახებ, თუ მისი მფლობელი ვიყავი, ნამდვილად არ ვიცოდი, არ არის ეს საინტერესო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

გენო პეტრიაშვილი უკრაინის მიერ კალაძისთვის წოდების ჩამორთმევაზე: „უკრაინა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და მიკვირს, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს“

„ბატონ კახის ამით ბევრს ვერაფერს დააკლებენ. კახი არის მსოფლიო სპორტის ლეგენდა, უდიდესი ფეხბურთელი, ძალიან მაგარი ადამიანი და სამწუხაროა მსგავსი ფაქტი, თუმცა, იმედი მაქვს რომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და დამშვიდდება“ – გენო პეტრიაშვილი.

დედაქალაქის მერი უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ მისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კალაძე ამბობს, რომ მან არ იცოდა, თუ „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჰქონდა.

„გულწრფელად მინდა ვთქვა, საერთოდ არ ვიცოდი აღნიშნული სტატუსის შესახებ, თუ მისი მფლობელი ვიყავი, ნამდვილად არ ვიცოდი, არ არის ეს საინტერესო“, – განაცხადა კალაძემ.

უკრაინამ კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდება ჩამოართვა

უკრაინამ კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდება ჩამოართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g