ფეისბუქ მომხმარებელი ირაკლი ჟვანია, საფეხმავლო ქუჩების ხარჯზე, რესტორნებისა და ბარების გაფართოებას აპროტესტებს.
მისი თქმით, ბიზნესის განვითარება მიტაცებული საზოგადოებრივი სივრცის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.
“შეადარეთ რა მანძილია შენობებს შორის და რა მანძილია დატოვებული გასავლელად. საერთოდ ქუჩა რა საჭიროა? ამოვაშენოთ შენობებს შორის სივრცე და ვიაროთ ასე კაფე-კაფე რესტორან-რესტორან სახლიდან სამსახურში, მაღაზიიდან მეგობართან, თეატრიდან კონცერტზე. ბიზნესიც განვითარდება და ეკონომიკაც მიტაცებული საზოგადოებრივი სივრცის ხარჯზე, თორე ასე ცდება სივრცე. წესი, საკუთრების საზღვარი და უფლებები რას მიქვია როცა ქვეყანაა ასაშენებელი. ეხლა ამათ რამეს ეტყვი და გამოხტებიან პანიკიორები ბიზნესს ავიწროებენო. ვოზდუხი ობშჩია ძმაო! ეს არის საერთო სივრცის, ქუჩის მიტაცება ფულის საკეთებლად, რასაც ღორობა ქვია და მომკითხავიც არ არის”, – წერს ირაკლი ჟვანია.