LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთოდ, როცა გიყვარს, ხარ ძლიერი” – ფსიქოლოგი ზურა მხეიძე განმარტავს რა არის ნამდვილი სიყვარული

389
Capture

ცნობილი ფსიქოლოგი ზურა მხეიძე განმარტავს რა არის სიყვარული და რით განსხვავდება ის ლტოლვისგან.

ამის შესახებ მან გადაცემაში “დღის პოსტი” ისაუბრა.

“ავიღოთ 80 წლის წყვილი, შეიძლება არცერთი არ გამოიყურება სექსუალურად, მაგრამ ერთმანეთი უყვართ სიგიჟემდე. მართლა უყვართ, სუფთა გრძნობით, ყოველი ნაოჭი გიყვარს შენს მეუღლეში. შეიძლება თავის დროზე ის სიმპათიური იყო, მაგრამ ბავშვები გააჩინა და ისეთი აღარ არის, როგორც ადრე, მაგრამ მაინც გიყვარს. ეს სიყვარული უფროა, ვიდრე ლტოლვა.

როგორ შეიძლება ადამიანი ისე გიყვარდეს, რომ „მიყვარხარ და შენ თუ სხვასთან წახვედი, მოგკლავ” – როგორ შეიძლება ეს ფრაზა წამოგცდეს”.. და ამის მერე მე ვამტკიცებ რომ მიყვარხარ? საერთოდ, როცა გიყვარს, ხარ ძლიერი”, – ამბობს ზურა მხეიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g