LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფარი: ქმრის დაჭრაში ბრალდებული, ძალადობის მსხვერპლი ქალი სასამართლომ გაამართლა

312
BeFunky-collage (8)

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც ქმრის დაჭრაში იყო ბრალდებული. არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის განცხადებით, საქმის განხილვა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს ახალი წლის ღამეს ქმარი თავს დაესხა და მისი მოხრჩობა სცადა. ქალმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელიც 45 წლის დაგვიანებით მივიდა.

“ამ დროისთვის, ქალს ქმარი უკვე დაჭრილი ჰყავდა, რადგან, დროის ამ მონაკვეთში, მოძალადემ მისი მოხრჩობა სცადა, რა დროსაც, მსხვერპლი დასწვდა დანას და მოძალადეს ჭრილობა მიაყენა. ნაცვლად იმისა, რომ ნანა გოგალაძე სახელმწიფოს მსხვერპლად მოეაზრებინა, მას განზრახი დანაშაულის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლი წაუყენა, რომელიც 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”.

საფარში აღნიშნავენ, რომ საქმეში ბევრი პროცედურული დარღვევა აღმოაჩინეს, არ იძიებდნენ ქალის მიმართ სისტემატიურ ძალადობას, უგულებელყოფილი იყო მისი დაზიანებები. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ქმრის მიმართ გამოძიება მათი განცხადების საფუძველზე დაიწყო.

ორგანიზაციის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააკვალიფიცირა აღნიშნული ქმედება, როგორც აუცილებელი მოგერიება და ქალი გაამართლა.

mazda magti 5g