LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფერავის ღვინის აბაზანები და მტკნარი წყლის ჭავლის პროცედურა – ახალი სერვისები თბილისის ბალნეოლოგიური კურორტისგან

1245
105704988-757599365042562-5182106832443162597-n

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს უახლესი აპარატურების და სისტემების დანერგვას მომხმარებლების ჯანმრთელობისთვის და სილამაზისათვის და მათ რამდენიმე სიახლეს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის კომერციულმა მენეჯერმა, სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა, მათ პენდემიის დროსაც კი არ შეუჩერებიათ მუშაობა და მომხმარებლებს სამედიცინო მომსახურებას, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, უწევდნენ.

„ერთადერთი, დროებით შევაჩერეთ სპა-ველნეს მიმართულება, რომელიც ამ დრომდე შეჩერებული გვაქვს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებასა და განვითარებას -2 კვირის წინ გავხსენით ახალი სივრცეები, ჩამოვიტანეთ უახლესი თაობის აპარატურა, ეს არის: შარკო შხაპი, აღმავალი შხაპი, ცირკულარული და ახალი წყალქვეშა მასაჟი. ამასთან, პირველად საქართველოში, ჩამოვიტანეთ თალასო ვიში. ეს არის მტკნარი წყლის ჭავლის პროცედურა, რომელიც აძლიერებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, აძლიერებს მეტაბოლიზმს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ვიშის შხაპი აბალანსებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამშვიდებს სხეულს. პროცედურა მოიცავს მტკნარი წყლის კომბინაციას, რომელიც ორგანიზმს ამდიდრებს ჟანგბადით, აქვს დეტოქსიკაციის უნარი, ამკვრივებს და ატენიანებს კანს. თალასოთერაპია ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, არის მიკროელემენტების, ვიტამინების და ამინომჟავების წყარო, აუმჯობესებს კანის ხარისხს, ზრდის კუნთოვან ტონუსს, ბლოკავს ცხიმოვან უჯრედებს, რაც საშუალებას იძლევა ვებრძოლოთ ცელულიტს და ჭარბ ცხიმგროვებს, ეწინააღმდეგება კანის საფარველის მთლიანობის დარღვევას“, – ამბობს სალომე ყვავილაშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, თალასო ვიშის სახეობებია:

  1. თალასო ვიში მტკნარი წყლით
  2. თალასო ვიში ტალახით
  3. თალასო ვიში ტახალით და ცხელი ქვებით
  4. თალასო ვიში სკრაბით
  5. თალასო ვიში და სარელაქსაციო მასაჟი
  6. თალასო ვიში ყავით
  7. თალასო ვიში ზღვის მარილით

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის კომერციული მენეჯერი „ფორტუნასთან“ კიდევ ერთ სიახლეზეც საუბრობს, ეს არის „ვაინ სპა“, რომელიც კურორტმა კომპანია „შუხმან ჯგუფთან“ ერთად დანერგა.

„ჩვენი ვაინ სპა მოიცავს საფერავის ღვინის აბაზანებს, რომელიც კეთდება ყურძნის წიპწის ზეთით. მოკლედ, არ ვწყვეტთ განვითარებას და კიდევ უამრავი ამბიციური გეგმა გვაქვს, რომელთა განხორციელებასაც 2020 წლის ბოლომდე ვგეგმავთ. მათ შორის, ვაპირებთ წლის ბოლომდე 15 ახალი სივრცის დამატებას, ბალნეო მიმართულებით ახალი სერვისების დანერგვას, ძველი ბალნეო პროცედურების აღდგენას და ა.შ.. ამასთან, დაგვემატება 6 ახალი საცურაო აუზიც სპა-ველნეს მიმართულებით“, – განმარტავს სალომე ყვავილაშვილი.

ცნობისთვის, ბალნეოლოგია ეს არის ჯანმრთელი ცხოვრების წესის კონცეფცია,რაც წყლის პროცედურების საშუალებით ჯანმრთელობისა და გარეგნობის გასაუმჯობესებლად მიმართული პროცედურებისა და პროგრამების კომპლექსს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g