LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფირმო ფანრიანი Nokia ბაზარს უბრუნდება

833

ფინურმა მწარმოებელმა Nokia-მ Nokia 130-სა და Nokia 105-ის განახლებული ვერსიების გამოსვლა დააანონსა. როგორც ცნობილი გახდა, ვიზუალურად მოწყობილობა შეცვლილია, ფუნქციები – გაუმჯობესებული.

ორივე გაჯეტს ფერადი 1,8 დიუიმიანი დისპლეი და კლასიკური კლავიატურა აქვს. ტელეფონმა დაიბრუნა საფირმო ფანარიც. ამას გარდა, გაჯეტს microUSB კაბელი და ერთი თვე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის ფუნქცია ექნება.

ორივე მოწყობილობა საკმაოდ კომფორტული გამოსაყენებელია, მათში 500-ზე მეტი შეტყობინებისა და 2 ათასზე მეტი კონტაქტის შენახვაა შესაძლებელი, ხოლო Nokia 130-ს აქვს მეხსიერების ბარათი, რომლითაც მუსიკასაც მოუსმენთ. ამის გარდა ის ორი სიმ-ბარათის ფუნქციითაც იქნება აღჭურვილი.

როგორც Nokia-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, გასულ წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონზე მეტი ღილაკებიანი ტელეფონი გაიყიდა, ამიტომ ცხადია, რომ მოსახლეობას ეს ტელეფონები ჯერ კიდევ ძალიან სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები