მსოფლიო საფონდო ბირჟებზე დღეს ექსპერტები რყევებს ელოდებიან. პარასკევს, 13 ნოემბერს, პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ საფონდო ბირჟები ევროპასა და აზიაში დღეს პირველად გაიხსნება. ექპერტების აზრით, მომხდარს აქციების ფასზე, განსაკუთრებით ფრანგული კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულებაზე, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება. გუშინ ვარდნა უკვე დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთის საფონდო ბირჟებზე.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საფრანგეთში საშობაო ტურისტული სეზონი, სავარაუდოდ, ჩაიშალება, თუმცა იმედოვნებენ, რომ ეკონომიკაში რყევები მოკლევადიანი იქნება და მდომარეობა ბაზრებზე მალე გამოსწორდება.
ტურიზმის სექტორს საფრანგეთის მთლიან შიდა პროდუქტში 7,5%-იანი წილი უკავია. 2004 წელს მადრიდში და 2005 წელს ლონდონში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე, შესაბამისად, 2,2%-იანი და 1,4%-იანი ვარდა დაფიქსირდა.