საფრანგეთი, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად, ღამის კლუბებს ხურავს და სოციალური დისტანცირების წესებს ამკაცრებს.
Reuters-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის პარასკევიდან ღამის კლუბები ოთხი კვირით დაიხურება. ამასთან, მთავრობამ მოუწოდა მოქალაქეებს, ნებაყოფლობით შეზღუდონ კერძო და პროფესიული შეკრებები.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის განცხადებით, ამჟამად, ქვეყანაში „ლოქდაუნის“ ან „კომენდანტის საათის“ დაწესების საჭიროება არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მოსახლეობის თითქმის 90 % ვაქცინირებულია.