LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის ელჩი: მზია ამაღლობელი დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს – დაკავებულების გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ

163
Capture

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი, სოციალურ ქსელში შეშფოთებას გამოხატავს მზია ამაღლობელის დაკავების გამო და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.

ელჩი წერს, რომ მზია ამაღლობელი შიმშილობს, მიუხედავად იმისა, რომ მას დაცვა სჭირდება და არა დაპატიმრება.

„ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ ნესტან ცეცხლაძეს, „ბათუმელებს”, ეთერ თურაძესა და „ნეტგაზეთს” მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. დაკავებულების გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ,” – წერს გასრი.

საია: „უკანონო პატიმრობაში მზია ამაღლობელი მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს… მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“

„მისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ გაუგონარი იყო. სისტემას შეეძლო, ის გარეთ დაეტოვებინა, მაგრამ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. იმიტომ, რომ ძალადობის გარდა სხვა არგუმენტი არ აქვს სისტემას“ – გიორგი გახარია მზია ამაღლობელზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g