LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის კათოლიკე სამღვდელოების სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 1950 წლიდან დღემდე 216 000-ზე მეტი ბავშვი გახდა – დამოუკიდებელი კომისია

75
კათოლიკური ეკლესია

საფრანგეთის კათოლიკე სამღვდელოების სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 216 000-ზე მეტი ბავშვი გახდა. ამის შესახებ საუბარია დამოუკიდებელი კომისიის მიერ მომზადებულ 2 500 გვერდიან დოკუმენტში, რომელიც  დღეს გამოქვეყნდა. ინფორმაციას BBС ავრცელებს.

კომისიის შექმნა დაევალა საფრანგეთის კათოლიკურ ეკლესიას 2018 წელს. დამოუკიდებელი კომისია ორ წელიწადნახევარი იკვლევდა სასამართლოს, პოლიციის და ეკლესიის არქივებს, ასევე გამოკითხა მოწმეები და დაზარალებულები.

კომისიის პრეზიდენტის, ჟან-მარკ სოვეს განცხადებით, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა 330 000-მდე გაიზარდოს, როდესაც ანგარიშში ეკლესიასთან დაკაშირებული არარელიგიური პირების შემთხვევებიც დაემატება.

კომისიის კვლევით, მსხვერპლთა დაახლოებით 80 პროცენტი მამრობითი სქესისაა.

სოვეს თქმით, ეკლესიამ 2000-იანი წლების დასაწყისამდე მსხვერპლთა მიმართ სასტიკი გულგრილობა აჩვენა, როდესაც მათი არ სჯეროდა და მსხვერპლებს არ უსმენდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g