LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის მაღაზიებიდან ქაღალდის ჩეკები გაქრება

146
235345

2023 წლის აპრილიდან ფრანგული მაღაზიები ქაღალდის ჩეკებს ხმარებიდან ამოიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ esmmagazine ავრცელებს.

ასეთ ჩეკებს ავტომატურად აღარ გასცემენ, თუმცა მყიდველს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათი მოთხოვნა შეეძლება.

ტრადიციულ ჩეკებზე უარის თქმით არა მხოლოდ ქაღალდი დაიზოგება, არამედ საღებავიც რომლის წარმოებაც გარემოს ძალიან დიდ ზიანს აყენებს.

საფრანგეთის ნაციონალური ბანკის ინფორმაციით, ყოველ წელს ჩეკებისთვის 30 მილიარდ ქაღალდის ფურცელს მოიხმარენ, მათი წარმოებისთვის კი 2,5 მილიონი ხე იჩეხება. ამასთან, მყიდველთა უმრავლესობა ხომ ჩეკს აღებისთანავე აგდებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარიზის მერიამ ქაღალდის ბილეთების ხმარებიდან ამოღებაც დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g