საფრანგეთში, მარსელის მერიამ ახალი აპლიკაცია „უსაფრთხო პლაჟი“ შექმნა, რათა სანაპიროებზე სექსიზმი და ძალადობა აღკვეთოს. ინფორმაციას ამის შესახებ the telegraph ავრცელებს.
სიახლის დახმარებით, ქალს რომელიც მსხვერპლია ან ასეთი ქცევის შემსწრე გახდა, შეუძლია განგაშის ღილაკს დააჭიროს ხელი და შემთხვევის ადგილზე მაშინვე სპეციალურად გადამზადებული დაჯგუფება გაჩნდება. ეს დაჯგუფება 24 საათის განმავლობაში სანაპიროს სიახლოვეს იმორიგევებს.
„მაშველები“ წყვილში იმოქმედებენ: ერთი მსხვერპლთან იმუშავებს და საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანს, მეორე კი ამ დროს ეჭვმიტანილს დააკავებს და მოვლენათა განვითარების მისეულ ვერსიას დაადგენს. საჭიროების შემთხვევაში საქმეში ჩაერთვება პოლიციაც.
აპლიკაცია გასულ წელს უკვე დატესტეს, თუმცა მხოლოდ ერთ საქალაქო პლაჟზე. წელს სისტემა გააუმჯობესეს და 4 პლაჟზე გაავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან საფრანგეთში ქუჩაში ადევნებისთვის ჯარიმა მოქმედებს. კანონდამრღვევს 90-დან 750 ევრომდე თანხის გადახდა მოუწევს.