LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

makroni

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

„მსურს საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც ქართველი ხალხის დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება აჩვენა. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას.

ამ შემთხვევით ვსარგებლობ, რათა ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რაც თქვენთვის ასე ძვირფასია და რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება.

გარწმუნებთ, რომ საფრანგეთი მტკიცედ განწყობილია განაგრძოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებ შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g