ბურკინა-ფასოს დედაქალაქში უაგადუგუში მდებარე საფრანგეთის საელჩო ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ინფორმაცია თავდასხმის შესახებ ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩომაც დაადასტურა.
„მიმდინარეობს თავდასხმა საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ენის ინსტიტუტის შენობებზე. გთხოვთ დარჩეთ თქვენს ადგილებზე,“ – ნათქვამია ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.
გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას ხუთმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა ცეცხლი. სამართალდამცველებსა და თავდახმელებს შორის სროლა მიმდინარეობს.