საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.ფრანგ კოლეგას ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია მასპინძლობს.
კრისტოფ კასტანერის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ისახავს მიზნად.ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შეხვდება.
“აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი მაღალი დონის, ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.