საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ავტომობილები რომლებიც ჰაერს აბინძურებენ, გაზრდილ გადასახადს გადაიხდიან. 20 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ იმ მანქანებს, რომლებიც ჰაერში 212 გრამ ნახშირორჟანგს მაინც გამოყოფენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიაში კროსოვერები და სპორტქარები ხვდებიან. გადაწყვეტილება ძალაში მომავალი წლიდან შევა.
პარლამენტის გადაწყვეტილებას ფრანგ ავტომფლობელთა ასოციაცია დაუპირისპირდა. მათი აზრით, ცვლილება ბიუჯეტში შესულ თანხებს გაზრდის, ეკოლოგური მდგომარება კი არ შეიცვლება. ელექტროავტომობილების პოპულარიზაციისთვის ხალხს არა გადასახადის ზრდა, არამედ ძლიერი სტიმული და სხვადასხვა შეღავათები სჭირდება.
თუმცა, ფინანსების სამინისტროს თავისი გეგმები აქვს და ახალი გადასახადი ბიუჯეტს 50 მილიონი ევროთი გაამდიდრებს.